logo
ENG



ღარიბაშვილი: ვგმობ ლუკაშენკოს "ვიზიტს" ოკუპირებულ რეგიონში

28 სექ 202221:09
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ვგმობ ლუკაშენკოს "ვიზიტს" ოკუპირებულ რეგიონში

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს კატეგორიულად გმობს.

მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე, ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს.

"კატეგორიულად ვგმობ ალექსანდ ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს", - დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ზე.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფებოდა. სოცქსელებში კორტეჟის გადაადგილების ვიდეოები ვრცელდება, რომელსაც საგზაო-საპატრულო სამსახურები მიყვება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.

სამინისტროს განცხადებით, საქართველო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე.


close დახურვა